რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამხედრო ნაწილებმა “დაკისრებული ამოცანების” შესრულება უკვე დაიწყეს.

“ამჟამად ყაზახეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგეტის რუსული ნაწილის გადაყვანა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტი ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. მისი შემადგენლობიდან წამყვანმა ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება” – ნათქვამია ОДКБ-ის განცხადებაში.

ОДКБ-ს დახმარების თხოვნით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა მიმართა.

You may also like

Leave a Comment