ხატია დეკანოიძე: საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად თამარ კორძაიას კანდიდატურა ყველაზე შესაფერისი იქნება 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად თამარ კორძაიას კანდიდატურა ყველაზე შესაფერისი იქნება – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით,  კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი პრაქტიკულად მზად არის, ხოლო ახლა ფრაქცია ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რათა “ქართული ოცნების“ მხრიდან მოსალოდნელი ნებისმიერი დაბრკოლება თავიდან აიცილონ.

“აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ვისაუბრე. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მათთან თანამშრომლობა აუცილებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

You may also like

Leave a Comment