252
კიევის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა. აღნიშნული გადაწყვეტილება პეჩერის სასამართლომ დღეს მიიღო. პოროშენკო ბრალდებულია სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ხელშეწყობაში.
ქონება, რომელსაც ყადაღა დაედო, მოიცავს ბინებს კიევსა და ვინიცაში, მამული კოზინში, მიწები, ასევე, კერძო კომპანიების აქციები.
პოროშენკოს ადვოკატები საქმეს გაასაჩივრებენ და სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
უფლებადამცველების თქმით, ქონების დაყადაღების მთავარი მიზანია, ხელი შეეშალოს პოროშენკოს პოლიტიკურ საქმიანობას.
ამჟამად პოროშენკო საზღვარგარეთ იმყოფება და აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.