4 234 ახალი შემთხვევა, 1 727 გამოჯანმრთელებული, 46 გარდაცვლილი, 7 699 აცრილი – 7 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშთაბით სულ ჩატარდა 45 006 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, PCR ტესტით – 18 174. პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირდა 953 410 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კოვიდისგან განიკურნა 1 727 ადამიანი, ჯამში განკურნებულთა საერთო რიცხვმა 910 540 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული 46 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდ 19-ს 14 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა  7 699 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 2 545 490 აცრა.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში  47 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 365, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 053.

You may also like

Leave a Comment