ლეიბორისტების პარლამენტში შესვლა შეიძლება დაგვიანებული იყოს – შალვა პაპუაშვილი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით ამჟამად შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი იყოს შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ლეიბორისტები წელიწადზე მეტია ბოიკოტს აცხადებენ და პარლამენტის შენობაში ერთხელაც არ ყოფილან.

„რა გითხრათ, ჩემი შეფასებით, ალბათ ცოტა დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წელი არც ერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. ჯერ როგორც ვხვდები, გადაწყვეტილიც არ აქვთ“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

You may also like

Leave a Comment