ირაკლი ზარქუა: “5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, არამედ 11 ივლისს, შეცდომაშია UNESCO შეყვანილი”

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, არამედ 11 ივლისს, ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა” – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შეყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 5 ივლისის საქმეზე ყველა დამნაშავე დაისჯება, ხოლო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის აღნიშნულ დღესთან კავშირი არ აქვს.

“5 ივლისი თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დავგმეთ და ვთქვით, რომ მიუღებელია. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ჟურნალისტებს, არავის აქვს უფლება, რომ იძალადოს, ეს მიუღებელია. ყველა, ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მუშაობა და იძალადა იქნება დასჯილი. გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დაჭერილია, ამიტომ ამ საკითხის დეტალებში ვერ შევალ. იუნესკოს ეს მონაცემები არის არაადეკვატური და შეცდომაშია შესული, გარდაცვალების მიზეზები გამოძიებამ დაადგინა, რამდენადაც ვიცი, ოჯახის წევრებს თანხმობა აქვთ მიცემული, ამიტომ არავის მივცეთ ინტერპრეტირების საშუალება” – განაცხადა ზარქუამ.

You may also like

Leave a Comment