249
“ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
“twitter”-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი წერს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
“ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ყაზახეთში საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.