254
გასულ ღამეს ყაზახეთის ქალაქ ალმათში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში დაწყებული არეულობის შემდეგ სამართალდამცველებმა ჯამში 6000-მდე ადამიანი დააკავეს.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. უწყების ცნობითვე, ქვეყანაში დემონტრაციების დაწყების შემდეგ მიყენებული ზარალის ოდენობა 212 მილიონ დოლარზე მეტია.
ყაზახეთის ქალაქებში სამართალდამცველეი განაგრძობენ დემონსტრანტების დაკავებას. პარალელურად ქვეყანაში შესულია რუსეთის სამხედრო დანაყოფები, ე.წ. “სამშვიდობოები”. BBC-ის ცნობით, ქუჩებში სროლის ხმა ისმის.