სამგზავრო ბარათების გაყიდვის შეჩერებასთან დაკავშირებით “საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით, სააბონენტო ბარათების გაყიდვა ხვალიდან აღდგება, ხოლო ახალი ვერსიის დაბეჭდვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.
აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს” – წერია განცხადებაში.
სამგზავრო ბარათებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალში ეწერა “საბაგარო“