ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია – ზურაბ აზარაშვილი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

“ქვეყანა მზადაა ახალი გამოწვევებისთვის და ჰოსპიტალურ სექტორს შესწევს ძალა გაუმკლავდეს მას” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს და მეტად გამარტივდება ინფიცირებული პაციენტების მოვლა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

You may also like

Leave a Comment