2 953 დადასტურებული შემთხვევა,  1 085 გამოჯანმრთელებული, 31 გარდაცვლილი, 1 899 აცრილი – 10 იანვრის კოვიდსტატისტიკა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, PCR ტესტით – 10 505. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართვლოში ჯამში დაინფიცირდა 962 827 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 085 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ  913 528 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კოვიდით დაინფიცირებული 31 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალ კორონავირუსს 14 218 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა  1 899 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია – 2 553 749.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 69 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 409, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1 694.

You may also like

Leave a Comment