იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებს, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა კიდევ ერთხელ აირჩიოს თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება და ამიტომ გვჭირდება რუსეთს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცეპრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება.

„ჩვენ ვსხდებით რუსეთთან დიალოგის მაგიდასთან, ვხვდებით მათ აქ, ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოზე და ასევე გვაქვს აშშ-რუსეთის შეხვედრა ჟენევაში. ეს არის მნიშვნელოვანი მცდელობები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტა, აღვკვეთოთ შეიარაღებული კონფლიქტი, ამის გამო ჩვენ ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად ვმონაწილეობთ და მზად ვართ რუსეთის შეშფოთებას მოვუსმინოთ, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობიანი პოლიტიკური გზისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ რუსეთთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ გამოვნახოთ მშვიდობიანი მოგვარების გზა. ამავდროულად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა კიდევ ერთხელ აირჩიოს შეიარაღებული ძალის გამოყენება, თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება და ამიტომ ჩვენ ასევე გვჭირდება გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის წინააღდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებენ, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

You may also like

Leave a Comment