ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და  ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთსა და ნატოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ნატოს მოკავშირეებთან დაკავშირებით. 

„გენერალური მდივნის მოადგილის მიერ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.

ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წვერი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები“- ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment