ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

by მარიამ მებონია
0 comment

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია დღეს დილით მისმა პრესმდივანმა ტვიტერით გაავრცელა.

დავიდ სასოლი 26 დეკემბერს იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო იტალიის კლინიკაში მოათავსეს.ამის შესახებ ერთი დღით ადრე, 10 იანვარს ევროპარლამენტის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა.

იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ევროპარლამენტის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს. „როიტერის“ ცნობით, მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

You may also like

Leave a Comment