ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, აქედან შეიძლება გამოვლინდეს 20-30% და დღიურად დადასტურებული შემთხვევები 10 000- 15 000 ფარგლებში მერყეობდეს.
“ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. შეიძლება გვქონდეს დღიურად 10 000- 12 000, 15 000 შემთხვევის დატვირთვა და ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500- 7 000-მდე შემთხვევა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, 11 დეკემბრის მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 10 881 აცრა ჩატარდა.