მიხეილ სააკაშვილი: ხვალ მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ხვალ მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღფრთოვანებული ბრალდებულების ღირსებით.

“ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემს საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

You may also like

Leave a Comment