5 326 ახალი შემთხვევა, 3 044 გამოჯანმრთელებული, 48 გარდაცვლილი, 9 700 აცრილი – 13 იანვრის კოვიდსტატისტიკა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, PCR ტესტით – 23 445. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 979 235 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ისგან განიკურნა 3 044 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 922 411-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კოროავირუსით დაინფიცირებული 48 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდს საქართველოში 14 359 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 9 700 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია – 2 588 299 ადამიანი.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 75 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 436, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 075.

You may also like

Leave a Comment