„თქვენი ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს“ – ასე მიმართა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.
მოსამართლემ ბრალდებულს წესრიგისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.
„სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება” – უპასუხა მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმითვე, ყველაფერი, რაც ქვეყანაში გაკეთებულია, მისი გაკეთებულია.
ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია. თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“ – განაცხადა სააკაშვილმა.