“მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, გორის ჰოსპიტალში მას საწოლზე 8 კაცი დაახტა და ახრჩობდა.
„გიორგი ანწუხელიძემ მიწას არ აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა. პირიქით – ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.