დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს ტელეფონით ესაუბრა

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან ტელეფონით ისაუბრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და რეგიონში საქართველოს, როგორც აშშ-ს მოკავშირის როლზე ისაუბრეს.

კარენ დონფრიდთან დღევანდელი საუბრის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს. ჩვენი პოზიცია ურყევია – როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთი მცდელობებით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას“- განაცხადა ზალკალიანმა.

მხარეებმა რუსეთის პოლიტიკის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო მოითხოვს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას და უსაფრთხოების გარანტიებს.

„რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების განმავლობაში თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ მიერ აშშ-თან, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯაროდ, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.”- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

You may also like

Leave a Comment