რუსეთი ცდილობს ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – კელი დეგნანი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და აშშ-ის საელჩოს მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის საუბრის შემდეგ კომენტარი საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა. მისი თქმით, გაუგებარია რატომ ცდილობს რუსული მხარე ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მუდმივ დესტაბილიზაციას. ელჩმა საქართველოს, ნატოსა და აშშ-ის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შეიძლება ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან ნატო-ს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის მანძილზე. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“- განაცხადა კელი დეგნანმა.

 

You may also like

Leave a Comment