256
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
ანგარიშის მიხედვით, ხელფასებზე 50,3 ათასი ლარი დაიხარჯა.
“აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ მოლარეებად გაფორმებული ადამიანები პანდემიის დროს წესების რეგულაციაში ეხმარებოდნენ.