შსს: ლაგოდეხში ყოფილმა ქმარმა ქალი გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი სახლში გაზი გაუშვა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

სამართალდამცველებმა ლაგოდეხში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე გაგუდა, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს მიერ გა

You may also like

Leave a Comment