საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

“დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment