“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის,ქუთაისის და ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ერთდროულად თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ.

“ორი მოთხოვნა გვაქვს, პირველი – ტარიფების შემცირება აუცილებლად არის გადასახედი და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა დაკლება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რა ტარიფიც აქამდე იყო.

მეორე- სემეკმა გაასაჯაროვოს ხელშეკრულება, ჩვენ რომ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, შუაში უჩა მამაცაშვილი რომ ჩაჯდა და ამ დრომდე არ ვიცით, რამდენი მიაქვს, ეს ხელშეკრულება გვაჩვენოს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი მილიონი მიაქვს ბიძინა ივანიშვილს”, – ამბობს პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

You may also like

Leave a Comment