ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის 19 იანვარს ლას-ვეგასის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს. მსახიობს სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.

მსახიობი ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმით „ლუი და მისი ოჯახი“. ანდერსონმა ზედიზედ სამჯერ აიღო ემის ნომინაცია.

ის ხშირად მონაწილეობდა კომედიურ სპექტაკლებში, იყო არაერთი შოუს წამყვანიც.

ლუი ანდერსონი 1953 წლის 24 მარტს, მინეაპოლისში დაიბადა. ის 11 შვილიანი ოჯახის მეათე შვილი იყო. 1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური ფილმი „ლუი და მისი ოჯახი“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან.

You may also like

Leave a Comment