თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შესთავაზა, მოლაპარაკებებისთვის ანკარას ეწვიონ, – ამის შესახებ Anadolu წერს.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა ორი ქვეყნის ლიდერების ლიდერების მასპინძლობით „მშვიდობის აღდგენას გზა გაუხსნას“.
„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს იქამდე, ვიდრე ის ახალ კრიზისად გადაიქცევა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმასა და უკრაინის ოკუპაციას”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ქვეყანა თავის საზღვრებში რუსეთის შეჭრისთვის ემზადება. უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან, რასაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრემლი საკუთარ ქმედებას ნატოს გაფართოების „საფრთხით“ ხსნის და იურიდიულ გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ გახდებიან. ამასთან, რუსეთი კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.