ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს – კახა კალაძე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ “ვარკეთილის” ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეების გაყვანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მრავალი შეტყობინება შედის მერიაში ამ საკითხზე და მოვაჭრეების ბაზარში გადაყვანა პრობლემიდან გამოსავალი იქნება.

„ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს.

ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით კომუნიკაციაში ბაზრობების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ამ ადამიანების საქმიანობა შესაძლებელი იყოს“- განაცხადა კალაძემ.

You may also like

Leave a Comment