281
,,რამ მისცა ბიძგი ჩვენს მთავრობას და რატომ გადაწყდა კოვიდ პასპორტების გაუქმება დღეს, როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25 000-ია, ლოგიკაში ვერ ვსვამ, აბსურდია, ისე როგორც სხვა, დანარჩენ მათ გადაწყვეტილებებს. სანამ თვითონ არ დავინახავ, რომ დასრულდა პანდემია და უსაფრთხოდ ვართ, გავაგრძელებთ კოვიდ პასპორტებით მუშაობას, ცალსახად ასე იქნება.
მაშინ, როცა სავალდებულო არ იყო კოვიდპასპორტი, არაერთი უცხოელი გვწერდა და გვეკითხებოდა, მოქმედებდა თუ არა მსგავსი რეგულაცია ჩვენთან და მადლიერები იყვნენ მწვანე სივრცისთვის. ასევე, საქართველოს არაერთი მოქალაქეც. ანტივაქსერების მცირე ჯგუფის გარდა, უარყოფითი დამოკიდებულება არავის ჰქონია. სიმართლე რომ ითქვას, ისინი, ისედაც არ არიან ჩვენი სეგმენტი, ასე რომ, არც კლიენტები დაგვკლებია. ვაგრძელებთ მუშაობას ისევ ისე, როგორც პასპორტის ვალდებულების პერიოდში . ჩვენთან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შემოხვალთ“, – აცხადებს მერიკო გუბელაძე.
ინფორმაციისთვის, სექტემბრის დასაწყისიდან როცა ქვეყანაში კოვიდპასპორტი ჯერ კიდევ არ მოქმედებდა, რესტორნები „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „კაფე ლეილა“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენ ან PCR ტესტის პასუხის მქონე სტუმრებს მასპინძლობდნენ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭო წვანე პასპორტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მსოფლიო პრაქტიკით ხსნის.