“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები წარადგინა

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები წარადგინა.

“ქართულმა ოცნებამ” 2 აპრილის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი-გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლებში კენჭს იყრის ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს არჩევნებში კი კი რამაზ ჭინჭარაძე.

“მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში და ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ბლოკში დაინიშნა. არჩევნები 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს ჩატარდება.

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.”- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნებისთვის” პრინციპულად ორივე არჩევნების მოგება მნიშვნელოვანია.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნისოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში.”- ნათქვამია პარლამენტის თავჯდომარეს განცხადებაში.

ცნობისთვის, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება.

You may also like

Leave a Comment