სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვახტანგ გომელაურს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრი ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში გომელაურმა ფაშინიანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობისმნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.”- ნათქვამია განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესტუმრა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მასთან შეხვედრა Covid-19-ის გამო ვერ შეძლო.
“რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერშევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართულიმთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდასაქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთისპოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმასამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნებისუსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.
ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს – ვაჰეღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციოდანაყოფს.”- ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.