“სააკაშვილს პოლიტიკური ბრძოლა თუ პროცესი მიაჩნია იმას, რომ ვიღაცას რაღაცას წაართმევ, იქ ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანენ.”- პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია.
“რევოლუციურ პროცესებს იხილავს და რეალობას მოწყვეტილია ეგ ერთი, მაგრამ ამ გამონათქვამების შეფასება სხვა კუთხით მინდა განვიხილო. საერთოდ რა მდგომარეობაში ჩააყენა პოლიტიკური სინამდვილე, ასპარეზი, რაღაც ყოველდღიურობა ან თავისი მოკავშირეები თუ გუნდის წევრები. მისი განცხადებების და მისი კონკრეტული ფსიქოტიპის მძევლებად აქცია. იმ საკითხების, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ან უსაფრთხოება ან ხვალინდელი დღე, ან პერსპექტივა. საერთოდ შეცვალა დღის წესრიგი და თავისი პარტიის წევრებშიც სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა. ჩამოსვლა, რევოლუციის სათავეში ჩადგომა… იქ გამარჯვებას რატომღაც უწოდებს ვიღაცის დამარცხებას და აი ამ წინაპირობებს იმ პროცესების დასაწყებად იყენებს რომ რაც შეიძლება დიდი სტრესი და არეულობა იყოს ქვეყანაში, რომ იქნებ როგორმე გამოძვრეს საკნიდან და დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი. ეს არის რეალობა და ამას იქით არაფერი არ არსებობს. თუნდაც მისი ჩამოსვლა კიევიდან შემოპარვა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ არაჯანსაღია, როგორ ფსიქოლოგიურად ასევე პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით. “- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ციხეში ყოფნის ხანგრძლივობა საზოგადოებაზე არის დამოკიდებულება.