მეხანძრე-მაშველებმა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

მეხანძრე-მაშველებმა “ელიავას ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით,  ცეცხლი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასაწყობო სივრცეში გაჩნდა და დაახლოებით,   1000-1500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

“ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება… მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება… ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება”, – აღნიშნა კერესელიძემ.

“ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათისთვის გავრცელდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.

You may also like

Leave a Comment