238
„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანი „მეტა“ ავრცელებს. მიზეზად კი მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპულ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც კომპანიას ევროპელების მონაცემების აშშ-ში მდებარე სერვერებზე გადატანის, შენახვისა და დამუშავების შესაძლებლობას არ აძლევს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომელიც მონაცემთა უსაფრთხო მიმოცვლას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს
„მეტაში“ იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ და კომპანიას ევროპაში Instagram-ისა და Facebook-ის პლატფორმების დახურვა აღარ მოუწევს.