“ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით”,- პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელის “ფეისბუქის” საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
მისი განცხადებით, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური დევნა.
“დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით. ბრძოლა გრძელდება”-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ის სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“ დამნაშავედ არის მიჩნეული.