დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის პირობებში განხილულ იქნა რეგიონის უსაფრთხოება, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები და რუსეთისა და აშშ-ს დიალოგი უსაფრთხოების თაობაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის როლი საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

“შეხვედრაზე  განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. საუბარი შეეხო აშშ- რუსეთის დიალოგს  უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის.
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს  ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად,  შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების  გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი.”-ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment