120
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას მხარდაჭერას. ქვეყნის პრეზიდენტმა “ტვიტერზე” რუსეთის მიერ უკრაინის რგიონების “აღიარება” დაგმო. ზურაბიშვილის თქმით, პუტინი უკრაინასთან მიმართებაში საქართველოში უკვე განხორციელებულ სცენარს მიჰყვება.
“საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის “აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი, და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას” – წერს ზურაბიშვილი.