ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა

by oninfo.ge
0 comment

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონეცკსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს, ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პუტინმა აღიარების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

“აუცილებლად მივიჩნევ მივიღო დიდი ხნის წინ მისაღები გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მივიღო დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ვთხოვ, რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების რატიფიცირებას ორივე რესპუბლიკასთან.
ეს ორი დოკუმენტი დამზადებული და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში.

ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

You may also like

Leave a Comment