188
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობასთან ერთად განიხილა გეგმა, რომლის მიხედვით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევი უნდა დატოვოს . ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, ზელენსკი უნდა გაემგზავროს დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 50 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა.
პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენსა და უკრაინის პირველ პირს კიევიდან წასვლის შესახებ არ უსაუბრიათ, თუმცა მას არ ჰქონდა ინფორმაცია, განიხილეს თუ არა პრეზიდენტის ლვოვში გამგზავრების გეგმა ხელისუფლების შედარებით დაბალი შტოების წარმომადგენლებმა.