რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას გეგმავენ.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი, რომლებიც ორშაბათს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. მხარეები აპირებენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივა პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ სფეროში.
“მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერება დეკლარაციას მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას მოკავშირეთა დონეზე გადაიყვანს”, – ვკითხულობთ კრემლის ვებ-გვერდზე.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშაბათს პუტინი და ალიევი განიხილავენ, თუ როგორ სრულდება მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების პირობები, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიმართულებით.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მალე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეა და ეს თარიღი უნდა აღინიშნოს.