რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაემუქრა ყველა ქვეყანას, ვინც კრემლის მოქმედებებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს.
მისი თქმით, ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთს ხელი უნდა შეუშალოს ან რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას რუსეთს და მის ხალხს, უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური მოსკოვის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგს მოუტანს ამ ქვეყნებს, რაც მათ საკუთარი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ.
“რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს.
ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამს გაიგებთ“- განაცხადა პუტინმა.