253
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ინარჩუნებს ყველა პოზიციას და რუსული საჯარისო ნაწილები უკრაინის ტერიტორიაზე 5 კილომეტრიან ნაწილზე არინ შეჭრილები.
ძირითადი მიმართულება ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთი და ჩერნიგოვოა.
უკრაინის რკინიგზამ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მატარებელი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ლუგანსკის, დონეცკის და ოდესის მიმართულებით გაუშვა. მოსახლეობას უკრაინის რკინიგზა კრაატორსკიდან გამოიყვანს, რომელიც ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე მდებარეობს და დილის 5 საათიდან ინტენსიურად იბომბება.
ასევე მოხდება მოსახლეობის გამოყვანა რკინიგზის საშუალებით მარიოპოლიდან.
ამასობაში, სარაკეტო დარტყმები რუსეთმა კიევის ოლქში მდებარე 10 ობიექტზე განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია როგორც დაღუპულების, ასევე დაჭრილების შესახებ.