576
რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების განხილვისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც მინსკში მოლაპარაკებებზე გაემგზავრება, თავდაცვის და საგარეო სამინისტროები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი.
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება იყო, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, – განაცხადა პესკოვმა.