557
„არცერთი რუსი მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2022 წელს“ – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) განაცხადა და მიზეზად რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა დაასახელა.
გადაწყვეტილება EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ, ღონისძიების წესებსა და EBU-ს ღირებულებებზე დაყრდნობით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს – Reference Group-ის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო. ჯგუფის რეკომენდაციას მხარი EBU-ს ტელევიზიის კომიტეტმაც დაუჭირა.
წყარო: ევროვიზია