639
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოკსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომიტეტის შეხვედრა „უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ბრუტალური ქმედებების გამო ” შედგა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მე-8 მუხლს ეხება, რომელიც წევრი სახელმწიფოსთვის ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში მონაწილეობის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.
„მე მაქვს მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭოს ყველა წარმომადგენელს მკაფიო პოზიცია ჰქონდა იმაზე, რომ უნდა დავგმოთ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში“ , – განაცხადა კოკსმა.