514
პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან და პირიქით – უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა ლოკაცია ორჯერ შეცვალეს. ასეულობით ადამიანი ადგილზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად და უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მივიდა. თავდაპირველად მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით მივიდნენ, თუმცა ხალხის ჭარბი რაოდენობის გამო, ისევ პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. ადგილზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებიც.
მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი შეძახილების გარდა, ისმოდა მოწოდებები პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით.