მედვედევი: „მოსკოვს რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე სიმეტრიული რეაგირება ექნება“

by oninfo.ge
0 comment

მოსკოვს რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე სიმეტრიული რეაგირება ექნება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საპასუხოდ უცხოელების და უცხოური კომპანიების ფინანსურ რესურსს დაბლოკავს.

„გვაშინებენ საზღვარგარეთ არსებული რუსეთის მოქალაქეების და რუსული კომპანიების ფინანსური აქტივების დაყადაღებით. ყველასი ერთიანად, ყოველგვარი სანქციების გარეშე… ასე უეცრად,  ჯიბრით… ამაზე სრულად სიმეტრიულად უპასუხებს რუსეთი უცხოელების და უცხოური კომპანიების ფულადი სახსრების დაბლოკვით ან შესაძლოა იმ პირების ქონების ნაციონალიზაციით, რომელთაც არამეგობრულ იურისდიქციაში არიან რეგისტრირებულები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები და მათ აყოლილი მსფოლიოს ანგლოსაქსონური ქვეყნები“ – წერს მედვედევი ტვიტერში.

You may also like

Leave a Comment