„თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა“

by oninfo.ge
0 comment

„თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა“. ამის შსახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს,  მადლობა გადაუხადა.  მისივე განმარტებით, უკრაინის მოსახლეობა ასეთ მხარდაჭერას არასდროს დაივიწყებს.

„მადლობა ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავი ზღვის მიმართულებით რუსული სამხედრო გემებისთვის გასასვლელის ჩაკეტვა და წონადი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

You may also like

Leave a Comment