203
“უკრაინას უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე ” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ანჯეი დუდა წერს, რომ უკრაინა ევროკავშირმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს შემადგენლობაში.
“პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ წესს. დაუყონებლივ მიენიჭოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს წევრობაზე საუბარი. ასევე, უკრაინას უნდა ჰქონდეს რეკონსტრუქციითვის ევროკავშირის ფონდებზე წვდომა. ის უკრაინასაც ეკუთვნის” – წერს ანჯეი დუდა.