146
დიდმა ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის.
როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს, ბრიტანეთმა უკრაინას ნატოს მხარდაჭერის სრული პაკეტი შესთავაზა.
“ამაღამ შევხვდი RAF Brize Norton-ის პერსონალს, რათა მადლობა გადავუხადო მათ ძალისხმევისთვის დიდი ბრიტანეთის პასუხის კოორდინაციისთვის უკრაინაში შეჭრაზე.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვითი სამხედრო დახმარება გაუგზავნა და ნატოს მხარდაჭერის სრული პაკეტი შესთავაზა მისი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად” – წერს ჯონსონი.